пятница, 20 декабря 2013 г.

2013 წლის 19 დეკემბერს  2-8 კლასში ჩატარდა საახალწლო  ღონისძიება დარბაზში. ბავშვებმა  წაიკითხეს ლექსები,იმღერეს  სიმღერები.  ღონისძიებას   ესწრებოდნენ: სასწავლო  ნაწილი ქ-ნი  მერი  ალბორიშვილი,სკოლის  პედაგოგები  და კლასის მშობლები. 2-8 კლასის დამრიგებელი თაკო  ღამბარაშილი დიდ მადლობას უხდის სტუმრებს  მობრძანებისათვის და ულოცავს ყველას  დამდეგ   შობა-ახალ წელს დიდი   სიყვარულით.



пятница, 6 декабря 2013 г.

2013წლის 18 ნოემბერს 2-8კლასში ჩატარდა ღია  გაკვეთილი მათემატიკაში.მოცემულ  გაკვეთილზე  ბავშვებმა გამოავლინეს ცოდნა  როგორც  მათემატიკაში,  ასევე ბუკში მუშაობისაც.ბავშვებმა  მასწავლებლის  მიერი მიცემული  დავალებები  შეასრულეს  ჯერ   დაფაზე  შემდეგ  კი  ბუკში.გაკვეთილს   ესწრებოდა ს.ს.ი.პ ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ცენტრის"-ტრენერი დიანა  მიქაძე. ჩატარებული  გაკვეთილი ტრენერმა  შეაფასა   დადებითად და  ამავე  კლასის  პედაგოგს გადასცა ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული  ცენტრის"მიერ  ორგანიზებული ტრენინგ-კურსის სერთიფიკატი.კლასის   ხელმძღვანელი თამუნა  ღამბარაშვილი დიდ  მადლობას  უხდის ,,მასწავლებელთა პროფესიული   ცენტრის ტრენერს  დიანა  მიქაძეს გულისხმიერებისათვის.


четверг, 5 декабря 2013 г.

2013წლის 18დეკემბერს 2-8კლასში ტარდება საახალწლო ღონისძიება დარბაზში-11-საათზე.
2013წლის 22დეკემბერს 2-8 კლასი მიდის საახალწლო კარნავალზე გასართობ-ცენტრ ,,megic hoii-ში"
2-8კლასში  ყოველ  ოთხშაბათს ტარდება სახალისო  მათემატიკის   გაკვეთილი-,,ვსწავლობთ  თამაშით" ბავშვები   ასრულებენ  ხალისით სხვადასხვა   სამუშაოებს ჯგუფურად.

2013წლის 29ნოემბერს 2-8კლასში ჩატარდა პროექტი თემაზე: ,,ძაღლი ადამიანის მეგობარია".ბავშვებმა მოიძიეს დამატებითი ინფორმაციები ძაღლების სხვადასხვა ჯიშებზე, მიიღეს ცოდნა თუ როგორ გაზარდონ და მოუარონ ძაღლებს,  ასევე მათ დაკვირვება მოახდინეს ბუნებაში მაწანწალა ძაღლებზე. პროექტზე განხილული იყო სწორედ ეს  თემაც  რაც სამწუხაროდ  გვაწუხებს. ბავშვებმა  მოაწყეს გამოფენა,მოძიებული მასალებისა და   ფოტოების.  კლასის   ხელმძღვანელი დიდ  მადლობას  უხდის ბავშვებსა   და  მშობლებს აქტიურად მუშაობისათვის

вторник, 26 ноября 2013 г.

2013წლის 22 ნოემბერს 2 კლასში  ჩატარდა პროექტი ,,შემოდგომა 2013". ბავშვებმა მათ მიერ შესრულებული  ნამუშევრებით გააფორმეს ოთახი, მორთეს  საშემოდგომო   ხილით მაგიდა. წაიკითხეს  შემოდგომზე ლექსები.ასევე მოხდა მასწავლებლისა  და მშობლების   მიერ  შექმნილი ვიდეოს პრეზენტაცია. პროექტს   ესწრებოდნენ: სკოლის    დირექტორი-ქ-ნი მანანა   თურქაძე,სასწავლო  ნაწილი-ქ-ნი მერი   ალბორიშვილი,სკოლის პედაგოგები და  კლასის   მშობლები. ამავე  კლასის   პედაგოგი   დიდ  მადლობას  უხდის სტუმრებს   მობრძანებისათვის,ბავშვებს   აქტიურობისათვის და მშობლებს  გვერდში  დგომისათვის.
      



воскресенье, 17 ноября 2013 г.

2013 წლის 18 ოქტომბერს 2-8კლასში ჩატარდა გაკვეთილი:''წელიწადის 4 დრო'' მოსწავლეებმა დაახასიათეს წელიწადის დროები.გამოიყენეს ისტ-ი.მათ შეძლეს დავალებების დამოუკიდებლად შესრულება კითხვა,კითხვებზე პასუხის გაცემა.ისტ-ის საშუალებით მათ შეასრულეს სხვადასხვა სავარჯიშოები.

2013 წლის 28სექტემბერს 2-8  კლასში ჩატარდა გასვლითი გაკვეთილი მცხეთაში თემაზე:''ჩემო  კარგო ქვეყანავ''.მოსწავლეებმა დაათვალიერეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი რო მელიც 11-ე საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია.ასევე დაათვალიერეს ქართულ ხუროთმოძღვრული ფრესკების უნიკალური ნიმუშები.ბუნებაში დააკვირდნენ ცოცხალ და არაცოცხალ ბუნებას.

2013-2014 ახალი სასწავლო წლის დაწყება.მეორე კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა.კლასის ხელმძღვანელი თამუნა ღამბარაშვილი.