ღია გაკვეთილები

გაკვეთილის თემა
რიცხვების  გამრავლება-გაყოფა.

ხანგრძლივობა
ერთი გაკვეთილი (45წთ)
გაკვეთილის მიზანი
მათ.III.2.მოსწავლეს შეუძლია  განმარტოს რიცხვების  გამრავლება-გაყოფის მოქმედებები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·          აღწერს რიცხვების  გამრავლება-გაყოფის  ხერხებს, სვამს კითხვებს და ეძებს პასუხებს;
·         საუბრობს  რიცხვების  გამრავლება-გაყოფის  მოქმედებებზე.
·         მრავლებს  ორნიშნა-სამნიშნა  რიცხვებს,ერთნიშნაზე.

  
·         ხსნის  ამოცანებს,გამრავლება-გაყოფის  მოქმედებებით. ადარებს  რიცხვებს



გაკვეთილის შედეგი


შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

ადარებს და აჯგუფებს  ნატურალურ   რიცხვებს. ახასიათებს  თითოეულ მოქმედებას.
მოსწავლის წინარი ცოდნა


შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლეს:

·        შეუძლია ნატურალური  რიცხვების გამოსახვა,შედარება და  დალაგება პოზიტიური  სისტემის გამოყენებით,შეკრება-გამოკლების შესრულების რომელიმე ხერხის გამოყენება.
·        გაიხსენებს გამრავლება-გაყოფის მოქმედების შესრულებას,მათი  შეკრება-გამოკლების მოქმედებებთან და ერთმანეთთან დაკავშირებას.
·        ადგენს რიცხვით გამოსახულების შემცველ ტოლობებს.


რესურსი

Word-ში შესრულებული სავარჯიშოები: დავალება1. დავალება2. დავალება3.

გაკვეთილის მსვლელობა
გაკვეთილის დაწყებამდე ერთი დღით ადრე მოსწავლეებს წინასწარ აქვთ გადაგზავნილი მასწავლებლის მიერ მომზადებული დავალება. მოსწავლეებს უნდა ენახათ ეს დავალება. სახლში.
A ფაზა
აქტივობა 1. გონებრივი იერიში  5წთ
ზეპირი გამოკითხვა კითხვებით:
დაფაზე  გამზადებულია ამოცანა და  ასევე მაგალითები.
·         რა  არის  ამოცანაში  ცნობილი?
·         რა უნდა  ვიპოვნოთ?
·         როგორ  გავამრავლოთ  სამნიშნა  რიცხვი ერტნიშნაზე?
აქტივობა 2. ცოდნის შემოწმება, როგორ გაიგეს ახალი მასალა10 წთ
გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებთან ვატარებ ტესტირებას  ტესტის დასრულების შემდეგ, შედეგების განხილვით მოკლე ვადაში განვსაზღვრავ ახალი მასალის ათვისების დონეს.
B ფაზა - 
აქტივობა 3. ინდივიდუალური დავალებების შესრულება: 15 წთ
ტესტში/გამოკითხვით ნაჩვენები შედეგის მიხედვით დავურიგებ მოსწავლეებს დავალებებს  შემდეგი გადანაწილებით:
დავალება1,დავალება2,დავალება3.


დავალებების შესრულების დროს საჭიროებისამებრ ვაძლევ მოსწავლეებს  მითითებებს.

აქტივობა 4. მუშაობა წყვილებში:10წთ
დასრულების  შემდეგ ხდება ნამუშევრების პრეზენტირება-განხილვა

C ფაზა --- გამთლიანება-შეჯამება
·         როგორ მოეწონათ გაკვეთილი.
·         რომელი აქტივობა იყო მათთვის საინტერესო.
·         რას შეცვლიდნენ აქტივობებიდან.
·         იყო თუ არა მათთვის საინტერესო ეს მეთოდი....






გაკვეთილის თემა
საარსებო გარემო

ხანგრძლივობა
ერთი გაკვეთილი (45წთ)
გაკვეთილის მიზანი
ბუნ.III.2.მოსწავლეს შეუძლია  განმარტოს გარემოს მნიშვნელობა ორგანიზმებისთვის.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აგროვებს ინფორმაციას, აღწერს ორგანიზმების გარემო ფაქტორებზე  (საკვები, წყალი, ნიადაგი, ჰაერი, თავშესაფარი)დამოკიდებულებას, სვამს კითხვებს და ეძებს პასუხებს;
·         ქმნის კონკრეტული ორგანიზმისათვის საარსებო გარემოს მოდელს (მაგ., ჩანახატს);
·         ამოიცნობს სხვადასხვა საარსებო გარემოში (წყალი, ჰაერი, ხმელეთი) მობინადრე ცოცხალ
·         ობიექტებ
 დაახასიათებს მათ შეგუებულობას;
·         ლოკალურ გარემოში იკვლევს ორგანიზმების სხვადასხვა საბინადროს (მაგ., სორო, ბუდე, სახლი) დააღწერს მათი აგების თავისებურებებსდა დანიშნულებას.



გაკვეთილის შედეგი


შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

ადარებს და აჯგუფებს  სხვადასხვა   ცხოველების   საარსებო  გარემოს. ახასიათებს  თითოეულს.
მოსწავლის წინარი ცოდნა


შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·        ურთიერთშეთავსებით ადარებს სხვადასხვა   ცხოველის   საარსებო  გარემოს და გამოხატავს შედარების შედეგს.
·        გაიხსენებს ასევე   სხვადასხვა   ცხოველების   საარსებო  გარემოს.. ახდენს მათ დემონსტრირებას მათი ურთიერთშეთავსებით;


რესურსი
ვიდეო ჩანაწერი - ,,უდაბნოს   ცხოველებისა   და  მცენარეების   საარსებო  გარემო.“
Word-ში შესრულებული სავარჯიშოები: დავალება1. დავალება2. დავალება3.

გაკვეთილის მსვლელობა
გაკვეთილის დაწყებამდე ერთი დღით ადრე მოსწავლეებს წინასწარ აქვთ გადაგზავნილი მასწავლებლის მიერ მომზადებული ვიდეო  „საარსებო  გარემო“. მოსწავლეებს უნდა ენახათ ეს ვიდეო სახლში.
A ფაზა
აქტივობა 1. გონებრივი იერიში  5წთ
ზეპირი გამოკითხვა კითხვებით:
·         რას  ნიშნავს  საარსებო  გარემო?
·         რას  ჰქვია  უდაბნო?
·         როგორ  ცხოვრობენ  უდაბნოს  ცხოველები?
აქტივობა 2. ცოდნის შემოწმება, როგორ გაიგეს ახალი მასალა10 წთ
გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებთან ვატარებ ტესტირებას (იხილეთ ფაილი -დავალება1.შეჯამება), ტესტის დასრულების შემდეგ, შედეგების განხილვით მოკლე ვადაში განვსაზღვრავ ახალი მასალის ათვისების დონეს.
B ფაზა - 
აქტივობა 3. ინდივიდუალური დავალებების შესრულება: 15 წთ
ტესტში/გამოკითხვით ნაჩვენები შედეგის მიხედვით დავურიგებ მოსწავლეებს დავალებებს  შემდეგი გადანაწილებით:
დავალება1,დავალება2,დავალება3.


დავალებების შესრულების დროს საჭიროებისამებრ ვაძლევ მოსწავლეებს  მითითებებს.

აქტივობა 4. მუშაობა წყვილებში:10წთ
დასრულების  შემდეგ ხდება ნამუშევრების პრეზენტირება-განხილვა

C ფაზა --- გამთლიანება-შეჯამება
·         როგორ მოეწონათ გაკვეთილი.
·         რომელი აქტივობა იყო მათთვის საინტერესო.
·         რას შეცვლიდნენ აქტივობებიდან.
·         იყო თუ არა მათთვის საინტერესო ეს მეთოდი....






2014წლის 26მარტს 2-8კლასში  ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი 3საგანში (ბუნება, ინგლისური,ხელოვნება)თემაზე ,,საკვები  პროდუქტები".ბავსვებმა  იაქტიურეს   გაკვეთილზე,გამოავლინეს   თითოეული   საგნის   ცოდნა.   გაკვეთილს   ესწრებოდნენ: სკოლის   დირექტორი ქ-ნი მანანა  თურქაძე,  სკოლის   სასწავლო  ნაწილი ქ-ნი მერი   ალბორიშვილი.












2014 წლის 14 აპრილს 2-8კლასში ჩატარდა გაკვეთილი ''დედა ენის'' დღესთან დაკავშირებით.ბავშვებმა მოაწყვეს, მოძიებული მასალების პრეზენტაცია.წაიკითხეს ლექსები.გაკვეთილს ესწრებოდნენ კლასის მშობლები.





2014 წლის 30 აპრილს 2-8კლასში ჩატარდა გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე: ''ვსწავლობთ თამაშით''.ბავშვებმა ხალისით იმუშავეს გაკვეთილზე და შეასრულეს სხვადასხვა სახალისო დავალებები პედაგოგის დახმარებით.


























Комментариев нет:

Отправить комментарий