пятница, 20 декабря 2013 г.

2013 წლის 19 დეკემბერს  2-8 კლასში ჩატარდა საახალწლო  ღონისძიება დარბაზში. ბავშვებმა  წაიკითხეს ლექსები,იმღერეს  სიმღერები.  ღონისძიებას   ესწრებოდნენ: სასწავლო  ნაწილი ქ-ნი  მერი  ალბორიშვილი,სკოლის  პედაგოგები  და კლასის მშობლები. 2-8 კლასის დამრიგებელი თაკო  ღამბარაშილი დიდ მადლობას უხდის სტუმრებს  მობრძანებისათვის და ულოცავს ყველას  დამდეგ   შობა-ახალ წელს დიდი   სიყვარულით.



пятница, 6 декабря 2013 г.

2013წლის 18 ნოემბერს 2-8კლასში ჩატარდა ღია  გაკვეთილი მათემატიკაში.მოცემულ  გაკვეთილზე  ბავშვებმა გამოავლინეს ცოდნა  როგორც  მათემატიკაში,  ასევე ბუკში მუშაობისაც.ბავშვებმა  მასწავლებლის  მიერი მიცემული  დავალებები  შეასრულეს  ჯერ   დაფაზე  შემდეგ  კი  ბუკში.გაკვეთილს   ესწრებოდა ს.ს.ი.პ ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ცენტრის"-ტრენერი დიანა  მიქაძე. ჩატარებული  გაკვეთილი ტრენერმა  შეაფასა   დადებითად და  ამავე  კლასის  პედაგოგს გადასცა ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული  ცენტრის"მიერ  ორგანიზებული ტრენინგ-კურსის სერთიფიკატი.კლასის   ხელმძღვანელი თამუნა  ღამბარაშვილი დიდ  მადლობას  უხდის ,,მასწავლებელთა პროფესიული   ცენტრის ტრენერს  დიანა  მიქაძეს გულისხმიერებისათვის.


четверг, 5 декабря 2013 г.

2013წლის 18დეკემბერს 2-8კლასში ტარდება საახალწლო ღონისძიება დარბაზში-11-საათზე.
2013წლის 22დეკემბერს 2-8 კლასი მიდის საახალწლო კარნავალზე გასართობ-ცენტრ ,,megic hoii-ში"
2-8კლასში  ყოველ  ოთხშაბათს ტარდება სახალისო  მათემატიკის   გაკვეთილი-,,ვსწავლობთ  თამაშით" ბავშვები   ასრულებენ  ხალისით სხვადასხვა   სამუშაოებს ჯგუფურად.

2013წლის 29ნოემბერს 2-8კლასში ჩატარდა პროექტი თემაზე: ,,ძაღლი ადამიანის მეგობარია".ბავშვებმა მოიძიეს დამატებითი ინფორმაციები ძაღლების სხვადასხვა ჯიშებზე, მიიღეს ცოდნა თუ როგორ გაზარდონ და მოუარონ ძაღლებს,  ასევე მათ დაკვირვება მოახდინეს ბუნებაში მაწანწალა ძაღლებზე. პროექტზე განხილული იყო სწორედ ეს  თემაც  რაც სამწუხაროდ  გვაწუხებს. ბავშვებმა  მოაწყეს გამოფენა,მოძიებული მასალებისა და   ფოტოების.  კლასის   ხელმძღვანელი დიდ  მადლობას  უხდის ბავშვებსა   და  მშობლებს აქტიურად მუშაობისათვის