понедельник, 8 декабря 2014 г.


2015წლის ნოემბერში,მე-2,მე-3 კლასები,მოეწყო ნაუშევრების  გამოფენა კლასებში ,,შემოდგომა -2015".ხელოვნების  პედაგოგ თამუნა ღამბარაშვილთან  და მე-2,მე-3კლასის  მოსწავლეებთან  ერთად.







რესურსი: სახელმძღვანელო, სამუშაო  რვეულები,  ფერადი ფანქრები,პლასტლინი,საძერწი  დაფა,მყაო.
მიზანი:პლასტელინის  ძერწვისას მრავალფეროვანი დეტალების ასახვის ჩვევების,საძერწი მასალისადმი შემოქმედებითი მიდგომის უნარ-ჩვევების განვითარება.





2015წლის ნოემბერში,ხელოვნების  პედაგოგმა  თამუნა  ღამბარაშვილმა  და მე-2.მე-3კლასის მოსწავლეებმა,მოაწყვეს მოსწავლეთა  ნამუშევრების  გამოფენა.სკოლის დერეფანში.პატარები  სტუმრებს  გაუმასპინძლდნენ ხელთნაკეთი ორიგინალური ნივთენის,აპლიკაციებითა და ხილით  დახუნძლული კალათებით

,






მიზნები:გარემოსა და  ბუნებრივ მოვლენებზე დაკვირვების შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებებზემსჯელობის,ობიექტის  ფორმისა  და  ფერის ადეკვატურად შერჩევისა და აპლიკაციის ხერხით გადმოცემის უნარ-ჩვევების განვითარება.






2015წლის ნოემბერში,ხელოვნების  პედაგოგ  თამუნა  ღამბარასვილთან  და  კათედრის  ხელმძღვანელ,ანა  ქიტუაშვილთან  ერთად,მე-2 კლასის მოსწავლეები შეუერთდნენ ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერ პროექტს ,,ჩვენ ვაფერადებთ სამყაროს"











მიზანი:თბილი ფერებით გადმოცემული განწყობილების აქმისა და მათი  საშუალებით საკუთარი  ჩანაფიქრის  განხორციელების უნარის,დაკვირვებულობის,არგუმენტირებული მსჯელობის უნარების  განვითარება,



2014წლის ნოემბერში 3-8კლასში  მოეწყო გასვლითი  ღია გაკვეთილი  თემაზე ,,მზის   სისტემა". გაკვეთილის   ძირითადი  მიზანი  იყო,მოსწავლეები დაკვირვებოდნენ,თუ როგორ  იცვლება მზის  მდებარეობა დღის  განმავლობაში და შეედარებინათ მზისა  და  მთვარის  ნათება. ბავშვებმა  მოახდინეს  უკვე  ნასწავლი თემების   პრეზენტაცია მზის   სისტემის  შესახებ.







2014წლის  ოქტომბერში 3-8კლასში  მოეწყო  გასვლითი გაკვეთილი მთაწმინდის  პანთეონში.  ბავშვებმა   წაიკითხეს  გამოჩენი  ქართველი მწერლებისა  და  პოეტების  ბიოგრაფიები  და მოაწყვეს  პოეზიის  საღამო. გაკვეთილი  მიზანი  იყო გამოჩენილ  ქართველ საზოგადო  მოღვაწეთა ბიოგრაფიული   ცნობების სწავლება-გაღრმავება,ლექსების  პრეზენტაცია.

пятница, 5 декабря 2014 г.

2014წლის 17 ნოემბერს,3-8კლასის მოსწავლეებმა კლასის  ხელმძღვანელთან  ერთად (თ.ღამბარაშვილი ) მოაწყვეს გალაკტიონ  ტაბიძის დაბადების  დღესთან დაკავშირებით,პოეზიის  საღამო. ბავშვებმა,გააკეთეს   გაზეთები გალაკტიონის ცხოვრება-მოღვაწეობის  შესახებ, ისწაავლეს მისი ლექსები,ბიოგრაფიული ცნობები და  სასიამოვნო გარემოში  მოაწყვეს მათ მიერ მოძიებული მასალების  პრეზენთაცია.





2014წლის 24ნოემბერს  3-8კლაში ჩატარდა  ღონისძიება თემაზე: "შემოდგომა  2014" ბავშვებმა   წაიკითხეს ლესები,მოიძიეს  დამატებითი ინფორმაციები  თუ  როგორ  ხვდებიან  შემოდგომას  საქართველოს   სხვადასხვა   კუთხეში. საშემოდგომო,ბარაქიანი ხილთ  დახუნძლული კალათებით  გაუმასპინძლდნენ  პატარები   სტუმრებს. ისწავლეს  ღვინის  შექმნის  ისტორია.






2014წლის 14




ნოემბერს 3-8კლასში ჩატარდა ვიდეო გაკვეთილი ბუნებაში თემაზე:''საარსებო გარემო"-ამავე კლასის ხელმძღვანელმა თ.ღამბარაშვილმა,ახალი მეთოდების გამოყენებით ჩაწერა ვიდეო გაკვეთილი აღნიშნულ ტემაზე,მოსწავლეებმა გაკვეთილს მოუსმინეს   სახლში და მოამზადეს შესაბამისად. გაკვეთილი  ძალიან  მოეწონათ ბავშვებს,ასევე  მათ მშობლებს და სურვილი  აქვთ  ხშირად გამოვიყენოთ ასეთი  სტილის  გაკვეთილები. გაკვეთილს  დაესწრო მასწავლებელთა  სახლიდან,ახალი მეთოდებით  სწავლების ხელმძღვანელი რუსუდან  მარკოზაშვილი.

среда, 25 июня 2014 г.

ახალი სასწავლო წლის დაწყება.

2014წლის 15 სექტემბერს 3-8 კლასმა, კლასის ხელმდძღვანელთან ერთად (ხელ. თ. ღამბარაშვილი) აღნიშნა ახალი სასწავლო წლის დაწყება. მოსწავლეებიცა და მასწავლებლებიც არაცჰვეულებრივი განწყობით შეხვდნენ ახალ სასწავლო წელს. მე, როგორც კლასის ხელმძღვანელი, წარმატებული სასწავლო წელი ვუსურვე ჩემს მოსწავლეებსა და მათ მშობლებს. დიდი შემართებით ვიწყებთ ახალ სასწავლო წელს.
2014  წლის მაისში  2-8კლასის   6-მა   მოსწავლემ  მონაწილეობა  მიიღო  სასკოლო  ოლიმპიადა ,,ყველაზე  ჭკვიანში" .  ბავშვებმა   დაიმსახურეს სიგელები ,,ყველაზე   სხარტები".

2014წლის  1ივნისს  2-8კლასმა  მოაწყო  ექსკურსია მარშუტით თბილი-საგურამო-მცხეთა. ბავშვებმა  მოინახულეს  ი.ჭავჭავაძის  მუზეუმი  და  მიიღეს  ღრმა  ცოდნა მის ცხოვრება-მოღვაწეობაზე.