2014წლის 15 სექტემბერს 3-8 კლასმა, კლასის ხელმდძღვანელთან ერთად (ხელ. თ. ღამბარაშვილი) აღნიშნა ახალი სასწავლო წლის დაწყება.
მოსწავლეებიცა და მასწავლებლებიც არაცჰვეულებრივი განწყობით შეხვდნენ ახალ სასწავლო წელს.
მე, როგორც კლასის ხელმძღვანელი, წარმატებული სასწავლო წელი ვუსურვე ჩემს მოსწავლეებსა და მათ მშობლებს. დიდი შემართებით ვიწყებთ ახალ სასწავლო წელს.
2014 წლის მაისში 2-8კლასის 6-მა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო სასკოლო ოლიმპიადა ,,ყველაზე ჭკვიანში" . ბავშვებმა დაიმსახურეს სიგელები ,,ყველაზე სხარტები".
2014წლის 1ივნისს 2-8კლასმა მოაწყო ექსკურსია მარშუტით თბილი-საგურამო-მცხეთა. ბავშვებმა მოინახულეს ი.ჭავჭავაძის მუზეუმი და მიიღეს ღრმა ცოდნა მის ცხოვრება-მოღვაწეობაზე.
2014წლის მაისში 2-8კლასში ჩატარდა გასვლითი გაკვეთილი. ბავშვებმა დაათვალიერეს საკრავების მუზეუმი და მიიღეს დამატებითი ინფორმაცია ქართული საკრავების შესახებ. მოილოცეს წმინდა მეტეხის ტაძარში. გასვლით გაკვეთილს კლასის ხელმძღვანელთან ერთად ესწრებოდნენ ამავე კლასის მშობლები.
2014წლის 22 მაისს 2-8კლაში ჩატარდა კითხვისა და პოეზიის საღამო.
2014წლის 17 აპრილს 2-8კლასში ჩატარდა ღონიძიება ,,აღგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან " დაკავშირებით.ბავშვებმა მოაწყვეს პრეზენტაცია მოძიებული მასალებისა და სხვადასხვა სახის გაფორმებული ხელნაკეთი სააღდგომო კვერცხებისა.
24 ნოემბერს,3-8 კლასში ჩატარდა ღონისძიება თემაზე:'' შემოდგომა 2014". ბავშვებმა წაიკითხელს ლექსები შემოდგომაზე,მოიძიეს დამატებითი ინფორმაციები თუ როგორ აღნიშნავენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შემოდგომას. გაამზადეს გაზეთები თბილისობასთან დაკავშირებით და ბარაქიანი საშემოდგომო ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ სტუმრებს.