среда, 25 июня 2014 г.

2014წლის  მაისში   2-8კლასში  ჩატარდა გასვლითი  გაკვეთილი.  ბავშვებმა   დაათვალიერეს   საკრავების   მუზეუმი  და  მიიღეს   დამატებითი  ინფორმაცია ქართული   საკრავების   შესახებ. მოილოცეს წმინდა  მეტეხის   ტაძარში.  გასვლით   გაკვეთილს  კლასის   ხელმძღვანელთან  ერთად   ესწრებოდნენ  ამავე  კლასის  მშობლები.








2014წლის 22 მაისს 2-8კლაში  ჩატარდა  კითხვისა   და  პოეზიის   საღამო.
2014წლის  17 აპრილს 2-8კლასში  ჩატარდა ღონიძიება ,,აღგომის  ბრწყინვალე   დღესასწაულთან " დაკავშირებით.ბავშვებმა   მოაწყვეს  პრეზენტაცია  მოძიებული  მასალებისა და  სხვადასხვა სახის  გაფორმებული ხელნაკეთი   სააღდგომო კვერცხებისა.






ექსკურსია თბილისში

24 ნოემბერს,3-8 კლასში ჩატარდა ღონისძიება თემაზე:'' შემოდგომა 2014". ბავშვებმა  წაიკითხელს ლექსები შემოდგომაზე,მოიძიეს დამატებითი ინფორმაციები თუ  როგორ  აღნიშნავენ   საქართველოს  სხვადასხვა  კუთხეში შემოდგომას. გაამზადეს გაზეთები თბილისობასთან დაკავშირებით და ბარაქიანი საშემოდგომო ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ სტუმრებს.



пятница, 20 декабря 2013 г.

2013 წლის 19 დეკემბერს  2-8 კლასში ჩატარდა საახალწლო  ღონისძიება დარბაზში. ბავშვებმა  წაიკითხეს ლექსები,იმღერეს  სიმღერები.  ღონისძიებას   ესწრებოდნენ: სასწავლო  ნაწილი ქ-ნი  მერი  ალბორიშვილი,სკოლის  პედაგოგები  და კლასის მშობლები. 2-8 კლასის დამრიგებელი თაკო  ღამბარაშილი დიდ მადლობას უხდის სტუმრებს  მობრძანებისათვის და ულოცავს ყველას  დამდეგ   შობა-ახალ წელს დიდი   სიყვარულით.



пятница, 6 декабря 2013 г.

2013წლის 18 ნოემბერს 2-8კლასში ჩატარდა ღია  გაკვეთილი მათემატიკაში.მოცემულ  გაკვეთილზე  ბავშვებმა გამოავლინეს ცოდნა  როგორც  მათემატიკაში,  ასევე ბუკში მუშაობისაც.ბავშვებმა  მასწავლებლის  მიერი მიცემული  დავალებები  შეასრულეს  ჯერ   დაფაზე  შემდეგ  კი  ბუკში.გაკვეთილს   ესწრებოდა ს.ს.ი.პ ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ცენტრის"-ტრენერი დიანა  მიქაძე. ჩატარებული  გაკვეთილი ტრენერმა  შეაფასა   დადებითად და  ამავე  კლასის  პედაგოგს გადასცა ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული  ცენტრის"მიერ  ორგანიზებული ტრენინგ-კურსის სერთიფიკატი.კლასის   ხელმძღვანელი თამუნა  ღამბარაშვილი დიდ  მადლობას  უხდის ,,მასწავლებელთა პროფესიული   ცენტრის ტრენერს  დიანა  მიქაძეს გულისხმიერებისათვის.


четверг, 5 декабря 2013 г.

2013წლის 18დეკემბერს 2-8კლასში ტარდება საახალწლო ღონისძიება დარბაზში-11-საათზე.
2013წლის 22დეკემბერს 2-8 კლასი მიდის საახალწლო კარნავალზე გასართობ-ცენტრ ,,megic hoii-ში"